Technology is really changing the way we live our lives.

Dissemination of the project results

 პროექტი: ,,Where is my place in the digital world? eTwinningPlus-ზე დარეგისტრირდა 23.01.2021 წელს, დასრულდა 20.06.2021 წელს.

პროექტის ავტორი: დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ირმა ღანიაშვილი (საქართველო). თანაავტორია დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მაგდალენა გოჩი (პოლონეთი) . პროექტი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. პროექტში ჩართული იყო პოლონელი , თურქი და ქართველი 17 სკოლის 19 მასწავლებელი და 117 მოსწავლე . იგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში:
• ციფრული წიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
• კიბერ უსაფრთხოებას (მოსწავლეები, მშობლები);
• ტექნოლოგიის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას;
• დემოკრატიული კომპეტენციის განვითარება;
ციფრული წიგნიერების საშუალებით მოსწავლეებს მომავალში შეეძლებათ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით, ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და შექმნის გზით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკმაოდ საინტერესო აქტივობები. კერძოდ:
• მოსწავლეების მიერ ავატარების დამზადება;
• პროექტის ლოგოს კონკურსი;
• ციფრული მოქალაქეობის შესახებ სწავლება:
ა) ბავშვთა უფლებები ონლაინ სამყაროში;
ბ) პირადი მონაცემების უსაფრთხოება;
გ) ინტერნეტი და მისი დადებითი მხარეები;
დ) გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის გაცნობა მსოფლიოს ბავშვების მდგომარეობის შესახებ;
ე) კიბერბულინგის ფენომენი და მისი პრევენციის / აღმოფხვრის გზები.
პრეზენტაცია მომზადდა მასწავლებელთა თანამშრომლობით.
• პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს jigsawplanet.com–ზე თავსატეხი და გაუზავნეს პარტნიორ თანატოლებს;
• შეხვედრა მშობლებთან. გაკეთდა პრეზენტაცია შემდეგ თემაზე:
1. ბავშვთა უფლებები ონლაინ სამყაროში;
2. ძირითადი ონლაინ საფრთხეები;
3. მართავდა ძალადობრივ თამაშები.
• მოსწავლეებმა დაწერეს ესე:,, სად არის ჩემი ადგილი ციფრულ სამყაროში?“
გთავაზობთ პროექტის ფარგლებში შექმნილ რესურსს:

1. https://www.youtube.com/watch?v=ePT6k_3-DYo
2. https://www.youtube.com/watch?v=vVQ8Ouvo_To
3. https://www.youtube.com/watch?v=GrWKYDNC2ac
4. https://www.youtube.com/watch?v=Bte2iPzR9-M






Комментариев нет:

Отправить комментарий